ხელოვნება
Tuesday, June 7, 2011
განათება-უცნობი ხელოვნება
სასცენო სივრცის განათება – ეს არის საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
გარდა იმისა, რომ გამოკვლეული და შესწავლილი არ არის გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით დაგვიგროვდა, ის საქართველოში არ ისწავლება, ანუ სათეატრო სივრცის განათების ”უფლებით” სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც ცოდნა, ძირითადად, პრაქტიკული სამუშაოების ხარჯზე დააგროვეს. მათი შემოქმედებითი დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია, რადგან განათების პარტიტურაზე მომუშავეთა საავტორო უფლებები დაცული არ არის.
ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო იელის უნივერსიტეტის თეატრალური სკოლის პროფესორის და მხატვარ-გამნათებლის – ჯენიფერ ტიფტონის (Jennifer Tipton, 1937) ორდღიან ტრეინინგი საქართველოში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმა უმასპინძლა. ამერიკელ სტუმართან ორგანიზებულ შეხვედრებს ქართველი რეჟისორები, სცენოგრაფები და გამნათებლები ესწრებოდნენ.
ხელოვნება
ხელოვნება - ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება: ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას.
Wednesday, April 6, 2011
ხელოვნება
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.
დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავ წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?
და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება,
ვსთქვი, სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად,რომ არ იყოს ხელოვნება.
მაგრამ ჩემში საუბრობდა ხმა დამწველი, ხმა ფარული:
\\\"- ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული,
ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.
არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი\\\"!
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას სწვდება
გალაკტიონ ტაბიძე

Subscribe to:
Posts (Atom)